We Wellcome you on our website!
KumisiKumisiKumisiKumisi
  • 15.02.2012

    კუმისი აცხადებს კონკურს სლოგანის გამოგონებაზე. დაწერეთ კომერტარში თქვენი გამოგონილი სლოგანი ჩვენი მეფრინველეობის ფაბრიკისათვის. ის ვინც დააგროვებს ყველაზე დიდ რაოდენობა LIKE-ებს მოიგებს პრიზს კუმისისაგან.

  • 18.11.2011

    18 ნოემბერს, თბილისი მერიოტში, ევროპის ხარისხის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში ხარისხის ნიშნის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საზეიმოდ სერტიფიკატი ქართულ კომპანიას შპს კუმისი XXI გადაეცა.

                აღნიშნულ კომპანიაში სამუშაოები ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეფასდა მათი ხარისხის მენეჯმენტი და ჩატარდა პროდუქციის ლაბორატორიული ანალიზი.

    ექსპერტთა დასკვნის საფუძველზე კუმისის მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი სრულად შეესაბამება პროექტით დადგენილ სტანდარტებს.

    კომპანიას ხარისხის ნიშნის სერტიფიკატი და ლოგოს მარკირების უფლება სამი წლის ვადით მიენიჭა.  

  • 04.10.2011

    დღეს, კუმისის მეფრინველეობის ფერმაში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კობახიძე იმყოფებოდა და საწარმოში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. გოგიტა მაისურაძე (წარმოების მენეჯერი): ,,ამჟამად საზღვარგარეთ ვყიდულობთ სოიოს და მზესუმზირას, თუმცა რომ არსებობდეს ამ კულტურების ადგილობრივი წარმოება, ეს მნიშვნელოვნად შეგვიმცირებდა ხარჯებს და შესაბამისად, ჩვენი პროდუქციაც უფრო ხელმისაწვდომი იქნებოდა მოსახლეობისთვის. ქვეყნის შიდა ბაზარზე, მხოლოდ სოიოს წარმოების შემთხვევაში, ჩვენი ნაწარმი 20-30%-ით გაიაფდებოდა”. კონსტანტინე კობახიძე (სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე): ,,წარმატებით განხორციელდა სიმინდის და ხორბლის პროგრამები. 2012 წლიდან მათ დაემატება სოიოსა და მზესუმზირის პროგრამები, რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყნის მეფრინველეობის და მეცხოველეობისთვის, რადგან შესაძლებელი გახდება საკვები ბაზის შექმნა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იმპორტის ჩანაცვლებაა”.

© 2011 Kumisi XXI LTD. All Rights Reserved.